მესხური აბორიგენული ჯიშის ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალის შესყიდვა
მოწვევა ღია ტენტერში მონაწილეობის მისაღებად
ტენდერის No.: 052/RECC/G/GEF/AGROBIO-2301-b2 & 076/RECC/G/UNEP 2026 EA 019
სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ოქტომბერი
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ღია ტენდერს ახალციხის წითელი დოლისა და დიკას ჯიშის ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალის მიწოდებაზე ოთხ ლოტად:
ლოტი 1. ახალციხის წითელი დოლის ხორბლის სათესლე მასალის (16,060 კგ.) მიწოდება ნინოწმინდისმუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული - ნინოწმინდა, სოფელი ნინოწმინდა).
ლოტი 2. ახალციხის წითელი დოლის ხორბლის სათესლე მასალის (10,940 კგ.) მიწოდება ასპინძისმუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული - ასპინძა, ქალაქი ასპინძა).
ლოტი 3. ახალციხის წითელი დოლის ხორბლის სათესლე მასალის (9,000 კგ.) მიწოდება ახალციხის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული - ახალციხე, ქალაქი ახალციხე).
ლოტი 4. ახალციხის წითელი დოლის სათესლე მასალის (20,000 კგ.) მიწოდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული - დედოფლისწყარო, ქალაქი დედოფლისწყარო).
ტენდერში მონაწილეობა: ტენდერში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველოში რეგისტრირებულმა როგორც იურიდიულმა პირმა, ასევე საქართველოს რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა.
განაცხადების შემოტანა ლოტების მიხედვით: შემოთავაზების გაკეთება შეიძლება როგორც ერთ, ასევე ერთზე მეტ ან ყველა 4-ივე ლოტზე ერთდროულად.
სატენდერო განაცხადი: დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ვებ-გვერდიდან
იხ. ვებ-გვერდზე ატვირთული ფაილი სატენდერო განაცხადის ფორმის გადმოსაწერად
სატენდერო განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი PDF-ფორმატში. ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი:052/RECC/G/GEF/AGROBIO-2301-b2 & 076/RECC/G/UNEP 2026 EA 019, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება შემოთავაზების იდენტიფიცირება.
სათესლე მასალის ტექნიკური სპეციფიკაცია: მოსაწოდებელი სათესლე მასალის ტექნიკური სპეციფიკაცია მოყვანილია სატენდერო განაცხადის მე-2 ნაწილში.
სატენდერო განაცხადი: სატენდერო განაცხადი გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
მარიკა კაპანაძე, REC Caucasus
marika.kapanadze@rec-caucasus.org
ასლით:
ნინო ნადიბაიძე, REC Caucasus
nino.nadibaidze@rec-caucasus.org
და
ნინო როსტომაშვილი, REC Caucasus
nino.rostamashvili@rec-caucasus.org
ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და ასევე, განმარტებები/შეკითხვებზე პასუხები გამოქვეყნებული იქნება ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე.