სატრანსპორტო მომსახურება
ააიპ ,,კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო მომსახურებისთვის
შერჩეული კანდიდატის ვალდებულებები:
გამარჯვებული კანდიდატი ვალდებულია განახორციელოს ააიპ ,,კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს თანამშრომელთა და პროექტის საჭიროებისთვის მგზავრთა გადაყვანის სატრანსპორტო მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე.
კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:
ა) კანდიდატს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება (ჯიპი, წამყვანი თვლები 4X4, გამოშვების წელი – 2005-დან);
ბ) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
გ) კანდიდატს უნდა გააჩნდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
დ) სატრანსპორტო მომსახურება განახორციელოს 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე თვეში არაუმეტეს 22 დღისა (მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში).
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:
ა) ავტობიოგრაფია (სადაც მითითებული უნდა იყოს სატრანსპორტო მომსახურების გამოცდილება);
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა;
დ) მართვის მოწმობა;
ინფორმაცია დაინტერესებული მონაწილეთათვის:
- დამსაქმებლის მხრიდან ანაზღაურდება გაწეული მომსახურების ღირებულება და საწვავის შესაძენად საჭირო თანხა.
- მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – info@rec-caucasus.org ან georecc2023@gmail.com.
განაცხადების ვადები:
ინფორმაციის მიწოდების საბოლოო ვადაა 2024 წლის 28 ივნისი, 17:00 საათი.
- ვაკანსიის პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ პირის განაცხადის განხილვა და შემდგომ შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაცია არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება ააიპ ,,კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“–ს მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.