დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

ნამჯის საოჯახო სასტუმროს მშენებლობის სადემონსტრაციო პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ამჟამად ხორციელდება პროექტი „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის დეგრადირებული ეკოსისტემების აღდგენა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკისა და ინვესტირების წახალისებით“. პროექტის შემსრულებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ხოლო პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში ეკოტურიზმის შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მოიცავს ეკოტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური სარგებლის შექმნის მიზნით. ამ მიმართულების ფარგლებში, პროექტი მხარს უჭერს მხარს წრიულ ეკონომიკაზე დაფუძნებული ეკოტურიზმის განვითარებას, მათ შორის ნამჯის (ჩალის) მასალისა და სხვა მდგრადი, ადგილობრივად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით საოჯახო სასტუმროს მშენებლობას.

ინიციატივის მიზანია, პრაქტიკული მაგალითის დემონსტრირებით ხელი შეუწყოს მდგრადი, გარემოსდაცვითი მასალებით მშენებლობის პრაქტიკის დანერგვას ტურისტულ ინფრასტრუქტურაში და შექმნას დამატებითი შემოსავლის წყარო ადგილობრივი ტურიზმის ოპერატორებისთვის. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის რამდენიმე საოჯახო სასტუმროს ოპერატორთან, განისაზღვრა დაინტერესების დონე და განიხილულია საპილოტე ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები და პროცესი.

პროექტის მიდგომა და მხარეთა როლი

პროექტი დაგეგმილია თანამონაწილეობითი პრინციპით: შერჩეულ ბენეფიციარებს პროექტი შეიმუშავებს და გადასცემს ნამჯის სახლის მშენებლობის პროექტს, მშენებლობისათვის საჭირო ძირითად მასალებსა და საშუალებებს (მასალების ჩამონათვალი განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციისა და ბიუჯეტის ფარგლებში), ხოლო მშენებლობის განხორციელება — შრომითი რესურსი, ორგანიზება და მშენებლობის დასრულება — ეკისრება ფერმერს/ბენეფიციარს.

მონაწილეთა შერჩევის წინაპირობები

  • ტურისტული საქმიანობის გამოცდილება: კანდიდატს უკვე უნდა ჰქონდეს მოქმედი საოჯახო სასტუმრო/სტუმართმასპინძლობის  საქმიანობის გამოცდილება დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში (მინიმუმ 3 წელი).
  • მშენებლობის გამოცდილება/რესურსი: კანდიდატს უნდა გააჩნდეს მშენებლობის პრაქტიკული გამოცდილება (საკუთარი ან ოჯახის წევრების მეშვეობით) ან წვდომა შესაბამის ადამიანურ რესურსზე მშენებლობის დასრულებისთვის.
  • საკუთრება/სარგებლობის უფლება: მიწის ნაკვეთი/შენობა, სადაც დაიგეგმება მშენებლობა, უნდა იყოს კანდიდატის საკუთრებაში ან გააჩნდეს გრძელვადიანი სარგებლობის/იჯარის უფლება (მინიმუმ დარჩენილი ვადით — 10 წელი).
  • მდებარეობა: ობიექტი უნდა მდებარეობდეს დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის საზღვრებში.
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა: ბენეფიციარი თანახმა უნდა იყოს, პროექტის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (3 წელი) შეინარჩუნოს და გამოიყენოს აშენებული ინფრასტრუქტურა ტურისტული მომსახურებისთვის და ითანამშრომლოს მონიტორინგის პროცესში.

ტექნიკური და ბიუჯეტის პარამეტრები

  • კოტეჯის/სახლის მინიმალური ფართობი: 30 მ²
  • კოტეჯის/სახლის მაქსიმალური ფართობი: 60 მ²

განაცხადების წარდგენის წესი და ვადები

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა. შევსებული და ხელმოწერილი დოკუმენტის სკანირებული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.nadibaidze@rec-caucasus.org.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის  გთხოვთ, მიმართოთ: ქ-ნ ნინო ნადიბაიძეს, პროექტის ასისტენტს : 577193444  

განაცხადის ელექტრონული ვერსია იხ. https://www.rec-caucasus.org/announcements

წარდგენის ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2026 წელი

კანდიდატების საბოლოო შერჩევასა და შეფასებას განახორციელებს პროექტის საკოორდინაციო ჯგუფი, დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. შერჩეულ ბენეფიციარებს საკოორდინაციო ჯგუფი დაუკავშირდება განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.