სატენდერო განცხადება სარგავი მასალის-მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) ნერგების შესყიდვაზე
ტენდერი ცხადდება “მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა” (GEF/UN Environment) საპილოტე პროექტის ფარგლებში
ტენდერი ცხადდება წიწვოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) კონტეინერული ნერგების და ფოთლოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) კონტეინერული ნერგების (კომით) და/ან არაკონტეინერული (ღია ფესვით) ნერგების შესყიდვაზე.
| წიწვოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) კონტეინერული ნერგები | ||
| ხე-მცენარის სახეობა | ნერგების სიმაღლე ფესვის ყელიდან (სმ) | რაოდენობა |
| მარადმწვანე კვიპაროსი
(Cupressussempervirens) |
20-60 | 1990 |
| კედარი Cedar (ჰიმალაის კედარი /Cedrusdeodara) (Deodar/Himalayancedar) | 20-50 | 1388 |
| ტუია აღმოსავლეთის (Thuja) | 25-60 | 3378 |
| ფოთლოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების | ||
| ალვის ხე(PopulusPiramidalis) | 80-150 | 10133 |
| სულ | 16890 | |
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ინფორმაცია მომწოდებელი ორგანიზაციის შესახებ;
ნერგების მიწოდების სპეციფიკაციები (კონტეინერული, ღია ფესვთა სისტემით, ნერგების სიმაღლე ფესვის ყელიდან, ნერგების ხნოვანება, მიწოდების მეთოდი).
ტრანსპორტირების თანხა სანერგედან მიწოდების პუნქტამდე – სოფელი სართიჭალა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ხარისხი-ფასის შერჩევის მეთოდის (ტექნიკური კომპონენტი და ფინანსური კომპონენტი) გამოყენების საფუძველზე.
სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი 17:00 საათი ადგილობრივი დროით. სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობით ელ.მისამართზე E-Mail: kety.tsereteli@rec-caucasus.org ან ხელით კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ოფისში – მისამართზე: ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13, თბილისი 0179,საქართველო.
დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისთვის შეიძლება მიმართოთ:
ქეთი წერეთელი – პროექტის მენეჯერი
ტელ: 5 77 569656