ტენდერი წალკის მუნიციპალიტეტში ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაბილიტაციაზე
ააიპ „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს წალკის მუნიციპალიტეტში ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაბილიტაციაზე
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2020
ტენდერი ცხადდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „სათემო კონსერვაციული აქტივობების მხარდაჭერა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების დასაცავად და დაშორებული, მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად – სათემო კონსერვაცია ადგილობრივი თემების გაძლიერებისათვის“ ( GEO/SGP/OP6/Y4/STAR/CD/19/03) ფარგლებში.
პროექტის განმახორციელებელი უწყება, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები.
სატენდერო პირობები:
1. საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია ასახული უნდა იყოს ლარში(იხილეთ დანართი 1_ბიუჯეტი) ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებლის ჩათვლით.
2. ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო რესურსების ფასებს (2019 წლის III კვარტალის მიხედვით);
3. სამუშაოების სავარაუდო ღირებულების ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 9 500 ლარს;
4. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ისარგებლონ წინამდებარე განცხადებაზე მიმაგრებული ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დოკუმენტით(იხილეთ დანართი_2), რომელსაც თან ერთვის (მონოლითური რკ/ბეტონის სათავისი არმირების ნახაზი დანართი _3, ფილის საყალიბე ნახაზი და სპეციფიკაციები დანართი_4; ბრტყელი სრიალა საკეტი ფარის ნახაზი დანართი_5);
5. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პერიოდია 1 თვე.
დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ბარეთის ტბის სარეგულაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობის ადგილი წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილის მიხედვით;
- რეკვიზიტები: ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (ამონაწერი); კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი;
- უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ ორ (2) ობიექტზე მსგავსი ხასიათის ჰიდროტექნიკური ნაგებობის/სისტემის მოწყობის და/ან რეაბილიტაციის კონტრაქტი, რომელიც ანალოგიური ხასიათისაა და სამუშაოები ძირითადად დასრულებულია;
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2020
– ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti.esakia@rec-caucasus.org;
– დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
– მობ: +995 577 99 22 43
– საკონტაქტო პირი: ქეთი ესაკია